ზუგდიდი „თხილობა 2020“-ს მასპინძლობს. სამეგრელოში ეს ფესტივალი პირველად იმართება. მისი ორგანიზატორები საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არიან. თხილის ფესტივალი მიზნად ისახავს ქვეყანაში თხილის წარმოების პოპულარიზაციას, ფერმერების ხელშეწყობას და აღნიშნულ დარგში არსებული მიღწევებისა და სიახლეების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
ფესტივალი ყოველწლიურად გაიმართება. თხილობა 2020-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებიან.