თხილის მოსავლის აღება დაიწყო – ფერმერები წელს ხარისხიან პროდუქციას ელოდებიან. სარეალიზაციო თხილის ფასი საშუალოდ 30%-ით არის გაზრდილი. მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესში ის ტექნიკა და საწარმოებიცაა ჩართული, რომლებიც ხელმისაწვდომი სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამებით გახდა. პროდუქციის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე გავა. წინა წლებისგან განსხვავებით, ფაროსანასა და სხვა მავნებლებს ამჯერად მოსახლეობისთვის სერიოზული ზიანი აღარ მიუყენებიათ.