„ჩვენი ამოცანაა, ქართველ ხალხთან ერთად, ბრიუსელმა დაინახოს, რომ არსებობს ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში ოქტომბრის ბოლოს,“ – თინა ბოკუჩავას ეს განცხადება როგორც ოპოზიციონერი კოლეგების, ასევე მმართველი გუნდის შეფასებების საგანი გახდა.
ერთ-ერთი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ძალისხმევა შედეგს გამოიღებს და გამოჩნდება, რომ ოპოზიციურ ველზე ერთიანი ხედვა არსებობს, რაც პარტნიორებისთვის გზავნილი იქნება.
მმართველ პარტიაში ამ განცხადებას ერთგვარ აღიარებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ოპოზიციამ მხარდაჭერა არა ქვეყნის გარეთ, არამედ ქართველ ხალხში უნდა ეძებოს. ამომრჩევლის გულის მოგებას ურჩევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციონერი კოლეგებიც.