„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა. ბოკუჩავა უწყებისგან იმ პირების დასჯას ითხოვს, რომლებმაც მას 19 მაისს ზუგდიდში მეცხრე საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.