თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი
ტელევიზიაში დაწყებული საქმეების გაგრძელება და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყველაზე მაღალი სტანდარტის მედია-საშუალებად ქცევა, – ამ გეგმით მოდის საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელი ახალ პოზიციაზე.
თინათინ ბერძენიშვილის მიერ წარმოდგენილი ხედვა რამდენიმე მიმართულებას ეფუძნება. მათ შორისაა: ქართული ეროვნული პროდუქციის წარმოება, გარე წარმოების ხელშეწყობა, ტექნოლოგიური გადაიარაღება და ახალი შენობა, რომელიც პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შენდება.
ტელევიზიის ახალ დირექტორს მედია-მენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თინათინ ბერძენიშვილი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის მედია-კომიტეტის წევრი და გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. ორჯერ ასრულებდა პირველი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობას, კონკურსში მონაწილეობამდე კი, დირექტორის პირველი მოადგილის პოზიცია ეკავა და მედიისა და კომუნიკაციების ბლოკს ხელმძღვანელობდა.