საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა ამომრჩევლის ინფორმირება იყო. გიორგი კალანდარიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებს საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. საუბარია ხმის მიცემის ახალ სისტემაზე, რომლის მიხედვითაც, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები სრულად ელექტრონული წესით ჩატარდება.
თინათინ ბერძენიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება 2024 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.