თინა ბოკუჩავას ბრიფინგი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი ხარვეზებით მუშაობს. მისი ინფორმაციით, აქტივობის შესახებ ინფორმაცია გვერდზე დროულად არ იტვირთება, რაც ბადებს ეჭვს, რომ ხელისუფლებამ ეს ფაქტი შეიძლება შედეგებით მანიპულირებისთვის გამოიყენოს.

დეპუტატი პარტიის მიერ დაფიქსირებულ სხვა დარღვევებზეც ამახვილებს ყურადღებას.