ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირლანდიაში, დუბლინში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე იმყოფება. თინა ბოკუჩავამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეძღვნება ჰელსინკის დეკლარაციის 50 წლის იუბილეს. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ასამბლეაზე ასევე განხილული იქნება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლის მოწოდებაცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ბოკუჩავამ ყველას მოუწოდა, შეუერთდნენ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, რათა საქართველომ შეინარჩუნოს ევრო-ატლანტიკური გზა.