ტიმოთესუბნის XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ექსტერიერის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძარს მოხსნა დროებითი თუნუქის საფარი, სახურავზე გაიწმინდა ლორფინი. ძეგლის უკეთ დასაცავად შეირჩა მაღალი ხარისხის სპილენძის მასალა. ტაძარში მოგვარებულია წყლის ჩადინების პრობლემა. აღდგა გუმბათის ყელზე დაზიანებული მოჭიქული დეტალები. პროექტი შეთანხმებული იყო საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის საბჭოსთან და სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.