ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა. ეკატერინე ტიკარაძემ კელი დეგნანს ინფორმაცია არსებულ ეპიდვითარებაზე მიაწოდა. საუბარი შეეხო პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს. მინისტრის განცხადებით, საქართველო კოვაქსპლატფორმისგან ვაქცინას უახლოეს მომავალში მიიღებს.