„თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროცესის გამჭვირვალობა პირველ რიგში ხელისუფლების ინტერესშია.
„თიბისი ბანკის“ საქმეს ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციით, საერთაშორისო გამოხმაურებები საქმეს ნათელს მოფენს.
ბიზნესომბუდსმენი მზად არის, კონსულტაციებისთვის შეხვდეს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს იმ შემთხვევაში თუ მათ აქვთ ინფორმაცია ბანკზე კონკრეტული უწყებების ზეწოლის შესახებ.
ირაკლი ლექვინაძე ასევე საუბრობს საინვესტიციო ფონზე და ამბობს, რომ ამ საქმის გარშემო გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა, არასწორი ინტერპრეტაცია გამოიწვიოს ინვესტორებში.