„თიბისი ბანკის“ საქმე

გენერალური პორკურატურა ამ ეტაპზე არ აპირებს „თიბისი ბანკის“ საქმის ფიგურანტების, მამაუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების გასაჯარობას. ამის შესახებ პირევლს არხს საგამოძიებო უწყებამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის ადვოკატის წერილობითი მოთხოვნის საპასუხიდ განუცხადა.

ზვიად კორძაძემ განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გაავრცელა, სადაც საგამოძიებო ორგანოს, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მოწმედ დაკითხვის ოქმების სრულად გამოქვეყნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აღნიშნული გამორიცხავს ჩვენებიდან ამონარიდებით არასწორი წარმოდგენების შექმნას და საზოგადოებას თავად ექნება დასკვნების გაკეთების საშუალება.