პარტიების შემოწირულობებთან დაკავშირებით, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2017 წელის 1 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, ქართული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული მთლიანი შემოწირულობების 91% მმართველმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ მიიღო, რაც ათჯერ აღემატება ყველა სხვა პარტიის ჯამურ შემოწირულობებს.
კვლევის მიზანი პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წყაროს შესწავლა იყო. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მთლიანობაში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული თანხის 72%, 1117 ფიზიკური პირის მიერ არის გაღებული, ხოლო 4 291 274 ლარი, 68 იურიდიული პირის მიერ.
კვლევისას გამოიკვეთა, რომ შემოწირულობების ავტორებიდან აღმოჩნდა ისეთი 30 ფიზიკური პირი, რომელმაც 2012 წელს, მაშინდელი სახელისუფლებო პარტიის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ გაიღო თანხები, 2017 წელს კი, ქართული ოცნების სასარგებლოდ.