The Walt Disney-ის ფილმები ქართული გახმოვანებით

უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმების გახმოვანებისა და სიმღერების ქართულენოვანი ვერსიების შესაქმნელად გამოცხადებული შერჩევის შედეგები ცნობილია. კონკურსი საქართველოს პირველმა არხმა გამოაცხადა. სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებული სტუდია „ფონოგრაფი“ გახდა, რომელმაც ანიმაციური ფილმისთვის Mulan სიმღერის ქართული ადაპტაცია შექმნა.

გახმოვანების კატეგორიის გამარჯვებულად „ბრავო რექორდსი“ დასახელდა. კონკურსის პირობების თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებში, „დისნეის“ მოთხოვნის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო ყველა დროის საუკეთესო ანიმაციური ფილმების ქართულენოვანი მრავალხმიანი დუბლირება. ამასთან, მსახიობთა ხმები თავად კომპანია „დისნეისთან“ უნდა შეთანხმებულიყო.

გამარჯვებულებთან საზოგადოებრივი მაუწყებელი უოლტ დისნეის ანიმაციური ფილმებისა და მათში გამოყენებული სიმღერების ქართულ ენაზე გახმოვანების მიმართულებით ითანამშრომლებს.