ფესტივალი „ოქროს მტევანი“
თელავის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი – „ოქროს მტევანი“ დასრულდა. დახურვის ღონისძიება თელავის სახელმწიფო თეატრში გაიმართა, სადაც ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. წელს ღონისძიებაზე 120 ქვეყნის 3 000-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი იყო წარმოდგენილი. ამასთან, ქართველმა სტუდენტებმა მომავალი ფილმების პროექტებიც წარადგინეს.