გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან და სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, ბათუმის ბულვარში თევზის და ზღვის პროდუქტების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრო.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოში, უკრაინასა და თურქეთში წარმოებული თევზეული და მისგან მომზადებული ტრადიციული კერძები.
ფესტივალის მიზანია ქვეყნის თევზმოშენების სფეროში ჩართული ორგანიზაციებისა და პირების დაკავშირება, მათ შორის გამოცდილებების გაზიარება და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს არსებული პოტენციალის გაზრდას და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას