თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს სანქციებს დაუწესებს. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ ბრიფინგზე განაცხადა, ვაშინგტონი, ევროკავშირთან ერთად, სანქციებს დააწესებს რუსეთის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების წინააღმდეგ. როგორც ფსაკიმ განაცხადა, სანქციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

ამასთან, მედიაში გავრცელებული ცნობებით, აშშ-ის შემზღუდავი ზომები რუსეთის პირველი პირების წინააღმდეგ მოიცავს სამოგზაურო შეზღუდვებს მაშინ, როდესაც ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ ითვალისწინებს აქტივების დაყადაღებას და არა სამოგზაურო შეზღუდვას.