„რაფაჰში ოპერაცია „ჰამასს“ ვერ დაამარცხებს“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა. ჯონ კირბის თქმით, „ჰამასის“განადგურებისთვის არსებობს უკეთესი გზებიც, ვიდრე მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებაა. მისი თქმით, აშშ-ისრაელის კონსულტაციები, რაფაში ძირითადი სახმელეთო ოპერაციის ალტერნატივების შესახებ ისევ მიმდინარეობს.