თეთრი სახლის განცხადება

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის საკითხზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია. ბაიდენის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტი უკრაინაში სიტუაციის განვითარებას აკვირდება და ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მას რეგულარულად აწვდის განახლებულ ინფორმაციას. ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ადასტურებს, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს. თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ასევე მიიღო ცნობები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ვიცე-პრეზიდენტის მიერ გამართული შეხვედრებიდან. კამალა ჰარისი მიუნხენში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს, ნატო-ს გენერალურ მდივანს, ბალტიის ქვეყნების ლიდერებს, გერმანიის კანცლერს და სხვა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს.