ვაშინგტონი თელავივის მიმართ რიტორიკას ამწვავებს.
რაფაჰში სამხედრო იერიშის არ დაწყებაზე არაერთი მოწოდების და გაფრთხილების შემდეგ აშშ ქმედებებზე გადადის. ისრაელი ამერიკიდან სამხედრო დახმარების ნაწილს ვეღარ მიიღებს. საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს ზეწოლად მიიჩნევს და პალესტინელი დევნილებით სავსე რაფაჰზე იერიშების შეწყვეტას არ აპირებს ისრაელის ხელისუფლება. ამ ფონზე საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ზავზე დასათანხმებლად საკუთარი პირობები აქვს „ჰამასს”, რომელიც პირველ რიგში სწორედ რაფაჰში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას ითხოვს.