უსინათლო და მცირემხედველი მოქალაქეთათვის ქვეყანაში არსებული სერვისები საკმარისი არ არის. კვლავ გამოწვევად რჩება მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლების ცენტრის ამოქმედება, – ასეთ შეფასებას აკეთებს არასამთავრობო სექტორი თეთრი ხელჯოხის საერთაშორისო დღეს, რომელიც საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია-პერფორმანსი „დაინახე უსინათლო თანამოქალაქე“ გაიმართება.
არაოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანთა რიცხვი 35-40 ათასამდე მერყეობს, აქედან 4-6 ათასი უსინათლოა.