კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მასწავლებელთა სისტემური სავალდებულო ტესტირება თბილისსა და რეგიონებში გრძელდება. ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა ტესტირება ამჯერად თბილისის 32-ე საჯარო სკოლაში ჩაატარეს.
ტესტირების პროცესი სკოლაში უკვე მეხუთედ ჩატარდა, რის შედეგადაც კოვიდინფექცია მხოლოდ ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. სკოლამ ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადაიყვანა.