გერმანიაში 32 წლის ირანელი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, ციანიდისა და რიცინის დაუზუსტებელი რაოდენობის ტოქსინები ისლამისტური თავდასხმის მოსამზადებლად შეიძინა. მედიის ცნობით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.