სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ექსპერტებს, სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია გააცნეს.
სტრატეგია წარმოადგენს სახელმწიფოს ხედვას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ხაზს უსვამს, როგორც სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მოქმედებების, ისე სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.