აჭარაში ერთდროულად ორ ადგილზე ჩატარებული სპეცოპერაცია.
აქვთ თუ არა ბათუმსა და ხელვაჩაურში დაკავებულ ორ პირს მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტულ ორგანიზაციასთან რაიმე კავშირი – ტერორიზმის მუხლით კიდევ ერთი საქმე აღიძრა. საბრძოლო მასალები, იარაღი, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკიანი დროშები – ეს ის მტკიცებულებებია, რომლებიც, საგამოძიებო მასალების მიხედვით, დაკავებულების სახლებში იპოვეს. ახლა სამართალდამცავი უწყება ბრალდებულთა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირების დადგენას და მათ იდენტიფიცირებას ცდილობს. საქმეს გრიფით „საიდუმლო“ დაედო. ჯერ უცნობია, აქვს თუ არა მას რაიმე კავშირი ბოლო პერიოდში ამავე მუხლით აღძრულ სხვა გახმაურებულ საქმეებთან.