ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან კონსტანტინე ჯღამაია და ლაშა რუხაია გამოიკითხნენ. ორივე უკრაინაში მებრძოლი ქართველია. გამოკითხვის შემდეგ მათ კატეგორიულად გამორიცხეს რაიმე შემხებლობა უკანონო მოქმედებასთან. გამოკითხვაზე დღეს კიდევ ერთი პირი იყო დაბარებული. ე.წ. მოდულის შენობა მან შესვლიდან დაახლოებით ორ საათში დატოვა.