ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმე

ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დილიდან კონსტანტინე ჯღამაია და ლაშა რუხაია გამოიკითხნენ. ორივე უკრაინაში მებრძოლი ქართველია. გამოკითხვის შემდეგ მათ კატეგორიულად გამორიცხეს რაიმე შემხებლობა რაიმე უკანონო მოქმედებასთან. გამოკითხვაზე დღეს კიდევ ერთი პირია დაბარებული.