ტერორისტული თავდასხმა თურქეთის ავიაკოსმოსური კომპანიის შტაბ-ბინაზე

საბარგულში დამალული ცხედარი, მასშტაბური აფეთქება და სროლა – თურქეთში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.

ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა ანკარაში მომხდარ მასშტაბურ თავდასხმას, რასაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამიზნე ავიაკოსმოსური მრეწველობის კომპანია „თუსასი“ გახდა, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს აწარმოებს. თავდამსხმელები ლიკვიდირებულები არიან. ოფიციალურმა ანკარამ ტერაქტში „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დაადანაშაულა. მათ ობიექტებზე თურქეთმა დღეს საპასუხო ავიაიერიშები მიიტანა.