ოთხი გარდაცვლილი და 15 დაჭრილი – თავდასხმა ვენაში.
ავსტრიაში პოლიციის ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. სამართალდამცავები მასთან კავშირში მყოფ პირებს ეძებენ. ქვეყანაში მაქსიმალურადაა გამკაცრებული უსაფრთხოების ზომები. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნეს. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.
თამთა რუხაძის რეპორტაჟი.