„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ ორგანიზებით, სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნა.
ღონისძიების მონაწილეებმა საბჭოთა რეპრესიების დროს დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგეს და მათი ღვაწლი გაიხსენეს. ადგილზე გამოფენილი იყო 1921-34 წლებში საბჭოთა კავშირის მიერ დატუსაღებული და სიკვდილმისჯილი მოქალაქეების ფოტოები.
ღონისძიებას საქართველოში პოლონეთის ელჩი დაესწრო.