„მოამბისთვის“ ცნობილი ხდება იმ ადამიანის ვინაობა, რომელმაც ხელისუფლებას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრებთან დაკავშირებული კარტოგრაფიული მასალები გადასცა. ის ბიზნესმენი დავით ხიდაშელია, რომელიც მის მიერ მოპოვებულ მასალებსა და რუკების დედანებზე საუბარს ერთ კვირაში აპირებს. სავარაუდოდ, საუბარია 1932 წლის რუკის ორიგინალზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული იყო და რომელიც შესაძლოა ორ ქვეყანას შორის წინა მთავრობის დროს შეთანხმებული სასაზღვრო მონაკვეთების გადახედვის წინაპირობა გახდეს. უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის ფაქტზე ძიება გრძელდება. ამ დრომდე იკითხებიან პირები, რომლებიც 2006-2007 წლებში მოქმედი საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის სამთავრობო კომისიის წევრები იყვნენ.
გენო ოსიყმაშვილს ვრთავთ პირდაპირ ეთერში.