ტერაქტის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება დეპუტატებისა და მინისტრების მხრიდან. ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან, თუმცა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ფიქრობენ, რომ ჩანაწერების ტირაჟირება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მიზნით ხდება, სუს-მა კი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს. მმართველ გუნდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნდობას უცხადებენ.