ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა ახალ ფუნქციას შეიძენს.
შენობაში, რომელიც 2018 წლიდან დაკეტილია, მთავრობის გადაწყვეტილებით უახლოეს ერთ წელიწადში ტექნოლოგიური ჰაბი უნდა მოეწყოს. მიზანი ქვეყანაში ტექნოლოგიური, აიტი და სტარტაპ მიმართულების კიდევ უფრო განვითარება და რეგიონში ახალი მაღალტექნოლოგიური მიზიდულობის ცენტრის შექმნაა. მთავარი გათვლა კი იმ უცხოურ ბიზნესზე კეთდება, რომლებიც ტექნოლოგიურ სფეროში ოპერირებენ. პროექტის დასრულების შემდეგ, სწორედ მათთვის გაკეთდება შეთავაზება, ბიზნესი საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისში გადმოიტანონ.