ტექდათვალიერების ყალბი მოწმობები

დარღვევები ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების პროცესში.

რეფორმის დაწყებიდან პირველივე წელს ყალბი მოწმობების გაცემის ათეულობით ფაქტია გამოვლენილი. მასალებს სამართალდამცავები უკვე სწავლობენ. ირკვევა, რომ გაყალბების გზით ინსპექტირების გავლის დამადასტურებელ საბუთებს ტექნიკური ხარვეზების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მაინც იღებდნენ.

დარღვევები ტესტირების 10 ცენტრშია აღმოჩენილი, „მოამბემ“ მათ შორის ორის გადაღება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მასშტაბური რეფორმა ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ავარიების მძიმე სტატისტიკის შესამცირებლად იანვარში დაიწყო.