27 აპრილს, თეო ანგელოპულოსის, ბერძენი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის დაბადების დღეა. მისმა ფილმებმა შეისწავლა ადამიანის მდგომარეობა და არაერთი ჯილდოს გამარჯვებული გახდა. ცნობილი იყო თავისი სტილით, რომლისთვისაც დამახასიათებელია შენელებული თხრობა და გრძელი კადრები1988 წელს, ვენეციის კინოფესტივალზე მიენიჭა „ვერცხლის ლომი“ გადაღებული ფილმისთვის „პეიზაჟი ნისლში“. 1995 წელს, კანის კინოფესტივალზე დაიმსახურა გრან-პრი, ფილმისთვის „ულისეს მზერით“, ხოლო 1998 წელს – „ოქროს პალმის რტო“ ფილმისთვის „მარადისობა და ერთი დღე“.
ავტორი: ანი ჯობავა
ახალი დღე