ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ზუგდიდში არჩევნები უკვე გაყალბებულია, მოსახლეობაზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. მან მოუწოდა ამომრჩეველს, დათრგუნონ შიში, საარჩევნო უბნებზე აუცილებლად მივიდნენ და საკუთარი ნება დააფიქსირონ.