ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ახლადრეაბილიტირებული მეტროსადგურის ჭერის ჩამონგრევაზე. პროექტში ჩართული უწყებები და კომპანიები ხელს ერთმანეთისკენ იშვერენ. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამ გამოიწვია ვარკეთილის მეტროში ნგრევა: სამშენებლო მასალამ, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ყვარელრემმშენმა“ შეკიდული ჭერის დამონტაჟების დროს გამოიყენა, მისმა ზედა კონსტრუქციამ, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს არ გამოცვლილა, თუ არასწორმა მონტაჟმა.
ურთიერთგამომრიცხავი ვერსიების ფონზე ცალკე მოკვლევის საგანია ექსპერტიზის საკითხი. როგორც ირკვევა, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ხარისხი არ შემოწმებულა.