„მარჯანიშვილის თეატრში“ თემურ ჩხეიძის იუბილესადმი მიძღვნილი „დღიურების“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი, რომელიც კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა, აკაკი კუჭუხიძეს ეკუთვნის. მკითხველს საშუალება აქვს, გაეცნოს 1980-იან წლებში „მარჯანიშვილის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის მოღვაწეობას.
ავტორის თქმით, ეს წიგნი საინტერესო უნდა იყოს გვიანი საბჭოთა პერიოდის ქართული თეატრის ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის, თეატრმცოდნესა და უბრალოდ თეატრის მოყვარულთათვის.