მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძის საიუბილეო თარიღს სპეციალური კვირეულით აღნიშნავენ.
100-მდე სპექტაკლის რეჟისორს კვირას 75 წელი შეუსრულდება.
რეჟოსორი ახლაც სპექტაკლზე მუშაობს, კითხულობს ლექციებს და პარალელურად საკუთარ სახელოსნოში მომავალ რეჟისორებთან მუშაობს.
განვლილ შემოქმედებით გზას იუბილართან ერთად მისი კოლეგებიც იხსენებენ.