თბილისში, თემქაზე 62 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული მოკლულის მაზლია.
მკვლელობაში ბრალდებულმა ქალს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირად ღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თემქაზე 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 5 სექტემბერს იპოვეს.