ეროვნული გალერეა თემო მაჭავარიანის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები მხატვრის მშობლიური ქალაქის – თბილისის, ძირითადად კი ვერის უბნის პეიზაჟებსა და ახლობლების პორტრეტებს აერთიანებს. გამოფენა ავტორის სხვადასხვა პერიოდის 60-მდე ნამუშევარს მოიცავს. ექსპოზიცია 1-ელ სექტემბრამდე გაგრძელდება.