პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის რიგით მეოთხე თემატური პრეზენტაცია გაიმართა გორში.
პრეზენტაციაზე წარადგინეს საგარეო პოლიტიკის, შერიგების, დემოკრატიული მმართველობის, მართლწესრიგის, უსაფრთხოების და თავდაცვის პროგრამული მიმართულებები. შეხვედრა „ქართული ოცნების“ გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გახსნა. ღონისძიების დასწყისში გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გორის ცენტრში ყოფილი ბაზრის ტერიტორია შეიძინეს, სადაც თანამედროვე დასასვენებელი პარკის გახსნა იგეგმება.