კახეთში, სოფელ იყალთოში გაიხსნა თემატური ბანაკები სტუდენტებისთვის. პროექტი განათლების სამინისტროს ინიციატივით და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 2024 წელს პირველად ტარდება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. პრეზენტაციის ფარგლებში შეხვედრა შედგა სტუდენტებთან. წელს ახალგაზრდების 8 ნაკადი, ჯამში 500-მდე სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ბანაკის ფარგლებში მათ შესაძლებლობა აქვთ ჩაერთონ თემატურ დისკუსიებში, გლობალურ და ადგილობრივ გამოწვევებთან დაკავშირებით. სტუდენტებისთვის ასევე ჩატარდება საჯარო ლექციები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე.