ტელევიზიის უხუცესი თანამშრომელი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ჭაბუკა ფხაკაძე ტელევიზიაში დაარსების დღიდან მუშაობდა.
ჭაბუკა ფხაკაძე ტელევიზიის სამეურნეო სამსახურის ღვაწლმოსილი თანამშრომელი იყო.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სახელით, მოამბე უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.