„ტელესკოლის“ მათემატიკის ონლაინოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოეს. ოლიმპიადის ფარგლებში სულ 30 გამარჯვებული გამოვლინდა. მათგან ათი საუკეთესო პრიზებით დაჯილდოვდა. წელს ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა დემეტრე წურწუმია ქუთაისიდან, რომელმაც წინა სეზონშიც მიიღო მონაწილეობა.
დაჯილდოებაზე დიპლომები მათემატიკის ოლიმპიადის ფინალისტების მასწავლებლებსაც გადაეცათ. საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, წელს ონლაინოლიმპიადა რეკორდული რაოდენობის მონაწილეებითა და დიდი კონკურენციით გამოირჩეოდა. ონლაინოლიმპიადამ გაამართლა და მას მომავალში ახალი საგნები დაემატება.
მათემატიკის ონლაინოლიმპიადა წელს მეორედ ჩატარდა. ამ ორი წლის განმავლობაში ოლიმპიადაში მონაწილეობა 7 000-მდე მოსწავლემ მიიღო. წელსაც და შარშანაც ოლიმპიადა ციფრულ სივრცეში, საქართველოს პირველი არხის აპლიკაციის 1TVplay-ის საშუალებით მიმდინარეობდა. პროექტს ქართულ ტელესივრცეში ანალოგი არ აქვს და მოსწავლეებისთვის უნიკალური შესაძლებლობა შეიქმნა, სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან.
ტელესკოლა