პირველი არხი-ტელესკოლის ორგანიზებით, მათემატიკის ოლიმპიადის ნახევარფინალი გაიმართა. მასში მონაწილეობა 100-მა მოსწავლემ მიიღო. ოლიმპიადა თავდაპირველად ონლაინ ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც აპლიკაციის მეშვეობით 4000-ზე მეტი მომხმარებელი იყო რეგისტრირებული. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობა 3 314 ბავშვმა მიიღო. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ პროექტში საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან სრულიად უფასოდ ჩართულიყვნენ. კონკურსში მონაწილეობას ყველა სკოლის მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეები იღებენ. ფინალში 30 მოსწავლე გადავა, დასკვნითი ტური კი 28 მაისს გაიმართება და 10 საუკეთესო მონაწილე გამოვლინდება. გამარჯვებულები პირველ ივნისს დაჯილდოვდებიან.