ტელეკომპანია „ფორმულას“ განცხადება

დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“.

სამაუწყებლო კომპანიის დირექტორისა და მენეჯმენტის თქმით, ადგილი აქვს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ბრძოლას. მათი თქმით საქმე ეხება ედისონ რისერჩის კვლევებს, რომლის წინასწარი შედეგები 2 დღის წინ „ფორმულას“ ეთერში გავიდა. 2 ოქტომბერს კი ტელეკომპანიას 8 საათზე იქნება თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების შედეგები. მმართველი გუნდი კი წინასწარი მონაცემებით ვერ ახერხებს 43 %-ის აღებას. „ფორმულას“ წარმომადგენლები მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, დაინტერესდნენ აღნიშნული საქმით.