საფრანგეთმა კიდევ 48 საათით გაახანგრძლივა სოციალური პლატფორმა „ტელეგრამის” დამფუძნებლის, პაველ დუროვის წინასწარი დაკავების ვადა. ის აეროპორტში 24 აგვისტოს აიყვანეს და დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაყოვნების კანონით განსაზღვრული მაქსიმალური დრო 96 საათია. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, მას ან ბრალი უნდა წაუყენონ, ან გაათავისუფლონ. „ტელეგრამში“ აცხადებენ, რომ დუროვს დასამალი არაფერი აქვს. გამოძიება „ტელეგრამთან“ დაკავშირებით მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, მოდერატორების ნაკლებობისა და სამართალდამცველებთან თანამშრომლობის არ არსებობის გამო, პლატფორმა გზას უხსნის კრიმინალურ მოქმედებებს. ასევე შესაძლო ბრალდებებს შორისაა ტერორიზმი, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, თაღლითობა, ფულის გათეთრება და დანაშაულის დაფარვა. რუსეთში დაბადებულ 39 წლის მილიარდერს არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობა აქვს. ის ძირითადად, რუსეთში და საემიროებში ცხოვრობს.