ნატო-ს დღეების ფარგლებში, თელავში ევროატლანტიკური კლუბი დაფუძნდა. მიზანი, კახეთის რეგიონის მაშტაბით, სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებაა. ევროატლანტიკური კლუბის დაფუძნების დებულებას ხელი მოაწერეს კახეთის მუნიციპალიტეტის მერებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
კლუბის დაფუძნებაში მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.