მსხვერპლით დასრულდა თელავში ავტოსაგზაო შემთხვევა. ავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. აღმაშენებლისა და სულხანიშვილის ქუჩების კვეთაზე, „ტოიოტასა“ და „ინფინიტის“ მარკის ავტომობილები ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი, გაჩერებაზე მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს შეეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. დაშავებული ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.